რეზონანსი
13.07.2023

ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ „ტვიტერის" გვერდზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაწერა.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ.

„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში",- განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

ცნობისთვის, პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად პირველად გუშინ შევიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×