რეზონანსი
13.07.2023

არ დაგვიმალავს, რომ პარტნიორებთან ვმუშაობთ. მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება, გვინდა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ახალი თაობის ლიდერებს ჰქონდეთ საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სიას განიხლავენ, როგორც ტექნიკურ საკითხს, ყველაზე დიდ დროს კი, საქართველოს მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე ხარჯავენ.

„ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ პარტნიორებთან ვმუშაობთ. მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება. როგორც კი თქმის უფლება გვექნება და შეთანხმება იქნება, ყველაფერს გაცნობებთ. ზეპარტიულობაში ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველო პარტიული ვიწრო ჩარჩოებიდან არ დავინახოთ, დავინახოთ პოლიტიკური პროცესი. გვინდა, ჩარჩო გავხსნათ და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალი თაობის ლიდერებს ჰქონდეთ. საარჩევნო სიას განვიხილავთ, როგორც ტექნიკურ საკითხს. ჩვენ ყველაზე დიდ დროს ვხარჯავთ საქართველოს მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე. არ გვინდა, რომ საქართველოში სიკვდილი სიცოცხლეზე მეფობდეს. ბევრად მეტი გარდაცვალებაა, ვიდრე იბადება, რაც კატასტროფაა. არ მინდა, თითქოს, ჩვენ დათვის ტყავისა და თანამდებობების გადანაწილებით ვართ დაკავებული. ჩვენ ყოველ დღე ვმუშაობთ პრობლემების მოგვარებისთვის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×