რეზონანსი
12.07.2023

მიხეილ სააკაშვილი და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ორივეს მახე დაუგეს, გამსახურდია მოკლეს და სააკაშვილს კლავენ, თუმცა მე, მიხეილ სააკაშვილს ბევრად პოზიტიურად ვაფასებ, ვიდრე ზვიად გამსახურდიას... - ამის შესახებ თამარ ჩხეიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

„ზვიადის როგორც ხელისუფლების შეფასება სრულფასოვნად ვერ მოხდება იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ხანს იყო ხელისუფლებაში. მთლიანობაში მისი შეფასება ძნელია. ძალიანაც, რომ ნდომებოდა ვერც მოასწრებდა ბევრს ვერაფერს. მაგრამ ზოგადად გარკვეული კრიტერიუმები არის, რის გამოც მე ოპოზიციაში ვიყავი და სწორადაც ვიყავი, რომ ვიყავი. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების მომხრე იყო. ყოველ შემთხვევაში სამხედრო გადატრიალების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი", - განაცხადა ჩხეიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×