რეზონანსი
12.07.2023

„ჩვენ Amazon-ი არ გახლავართ!" - ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მოთხოვნას მიაყოლა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ უკრაინაში არაფერი შეცვლილა რეფორმების მხრივ, თუმცა ომმა ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება შეცვალა და „კატასტროფულად" მიმდინარე რეფორმებმა უცბად „სტატუსის" მისაღებად მოთხოვნები დააკმაყოფილა.

„ჟოზეფ ბორელი გამახსენდა, 2020 წლის სექტემბერში უკრაინაში რევიზიით ჩასულმა რეფორმების მიმდინარეობას „კატასტროფული" რომ უწოდა და დასძინა: „თქვენ ევროკავშირს მხოლოდ როგორც ბანკომატს, ისე განიხილავთ". ნუ, გვესმის, რომ მაშინ სულ „სხვა მოცემულობა" იყო. მერე დაიწყო ომი და ყველა ტიპის რეფორმით უკრაინამ „სტატუსი" დააკმაყოფილა. მსგავსი ფრაზები ვილნიუსის NATO-ს სამიტზე, უკვე „ახალ მოცემულობაში", უკრაინას სხვა მინისტრებმაც აკადრეს: „ჩვენ Amazon-ი არ გახლავართ!" - ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მოთხოვნას მიაყოლა. „ჩვენ გვესმის უკრაინის მხრიდან დონორი სახელმწიფოების ამ კუთხით დაჩქარება, მაგრამ მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, ადამიანებს სჩვევიათ მცირეოდენი მადლიერების გრძნობაც დაინახონ. თქვენ ხომ არწმუნებთ ქვეყნებს, უარი თქვან საკუთარ სამხედრო მარაგებზე თქვენს სასარგებლოდ", - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×