რეზონანსი
12.07.2023

კახეთის მხარეში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღების სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, შირაქის ველზე გაეცნო.

როგორც მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული 300-მდე კომბაინი. მოსავლის აღების და დაბინავება-რეალიზების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, შირაქის ველზე მოსავლის 90% უკვე აღებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, მეხორბლე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ არის.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დედოფლისწყაროში ხორბლის შესანახი სასაწყობე მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც ხორბლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მეხორბლე ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილს ეკუთვნის, დღის განმავლობაში, საშუალოდ 800 ტონა ხორბალს იბარებს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა მეურნეობამ, დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალი უკვე ჩაიბარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×