რეზონანსი
07.07.2023

უნდა იყოს აქტიური დისკუსია ამ ერსა [უკრაინასა] და ალიანსს შორის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ პროცესს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვაში 11-12 ივლისს გამართულ ნატოს სამიტზე, მოკავშირეები ისაუბრებენ, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე და რა სჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის დროს.

კირბის განცხადებით, სამიტზე ასევე გაიმართება დისკუსია საკითხზე, თუ როგორი იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებები, თუნდაც ომის შემდგომ.

„მე არ შევხედავ ნატოს სამიტს, როგორც გარკვეულ სისტემებზე გადაწყვეტილების მიღების ადგილს. ვფიქრობ, რომ ვილნიუსში მოხდება მოკავშირეების შეკრება, რათა ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება დღეს ბრძოლის ველზე, რა სჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის დროს, მაგრამ ასევე ვიხილავთ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებები, თუნდაც ომის შემდგომ. მე არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულ პლატფორმებზე ან სისტემებზე, უბრალოდ, იქნება უფრო ძლიერი დისკუსია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას გრძელვადიანი თავდაცვისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ბრძოლა, რომელშიც ისინი ახლა არიან. ომის შემდგომი უკრაინაზე საუბრისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი იქნება მათი უსაფრთხოების საჭიროებები და რა ვალდებულებები შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში, რადგან მათ ისევ ექნებათ გრძელი საზღვარი რუსეთთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს და რომ ეს უნდა იყოს აქტიური დისკუსია ამ ერსა და ალიანსს შორის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ პროცესს", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×