რეზონანსი
06.07.2023

როგორც „ევროპული საქართველოს"თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ ამით ის გამოეხმაურა საგარეჯოში, „ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციურ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება.

„ამ ამაზრზენი ძალადობით ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას კი არ უპირისპირდება, ის უპირისპირდება მთელი ჩვენი საზოგადოების მშვიდობას.

ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ, არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის ,„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×