რეზონანსი
06.07.2023

პატრიარქის თანამოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით, "კურიერი" სასულიერო პირებს ესაუბრა. საპატრიარქოში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

"არაფერი არ ვიცი საერთოდ... მოვედი სამსახურში, გამომცემლობაში ვმუშაობ," - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი ვარაუდობს, რომ დანაშაული ეკლესიის შიგნით მყოფი პირი ჩაიდენდა.

"ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, ამის მსგავსი არ მსმენია. მეუფე იობისაც აქვს საუკეთესო აზრი მეუფე შიოს შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ბევრს არ მოსწონს, იმ ეკლესიის მტრებს, რომლებიც სამწუხაროდ ეკლესიის შიგნითაც არიან. ეკლესიის შიგნით არიან ძალები, ერისკაცი, სავარაუდოდ, ამას ვერ გაბედავდა, ან თუ გაბედავდა, მას მხარდამჭერი უნდა ჰყოლოდა, მე ასე მგონია. დღემდე მასზე[მიტროპოლიტ შიოზე] რაიმე უძლურობის შესახებ არაფერი არ გამიგონია," - ამბობს სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×