რეზონანსი
21.06.2023

მეზობელი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, რომან გიკაშვილის ადვოკატის განცახდებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მომხდარი კარგად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოთხე პირიც, რეალური დამნაშავე ფიგურირებეს.

„მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დაზიანებები აქვს ძალიან ამ ორ ადამიანს, ამ დროს თავდამსხმელს თითქმის არ აქვს საერთოდ დაზიანება. შეიძლება ასეთ ორომტრიალში, სამი ადამიანი როდესაც ერთმანეთს ებრძვის, ის ქალბატონი და მისი მამა წინააღმდეგობას უწევს და ამ დროს, ბრალდებულს საერთოდ დაზიანება არ აქვს? ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა იმიტომ, რომ მხოლოდ სისხლით იყო მოსვრილი ბრალდებული, სხვა რაიმე დაზიანება, ნაკაწრი აქვს ორი და ორი დალურჯება, დანარჩენი არაფერი აქვს.

დანით არ ყოფილა შემოსული, დანა ფიგურირებს თვითონ იმ ოჯახის დანა. ამბობს, რომ მამაკაცთან მოუვიდა კონფლიქტი, სცემდნენ ერთმანეთს და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მამაკაცს, ქალი საერთოდ არ ახსოვს.

საქმეში სხვა მტკიცებულებაც არის, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაც სისხლიანი გამოვიდა იმ სახლიდან. დევს მეზობლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე, სისხლიანი იყო ჩემი კარი, ეს იმ დროს იყო, როცა პოლიცია მოვა“, - ამბობს ბრალდებული ადვოკატი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 18 ივნისს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×