რეზონანსი
21.06.2023

"ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების პროტესტს ეხმიანება. კომპანია მოუწოდებს თანამშრომლებს, პროტესტის რადიკალური ზომები შეწყვიტონ.

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ დასაქმებულებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, რათა გამოსავლის გზებზე იმსჯელონ. მაღაროში დასაქმებულებმა დღეიდან აქციის პარალელურად, პარლამენტთან შიმშილობის დაწყება დააანონსეს.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×