რეზონანსი
20.06.2023

მაღაროელების განცხადებით, ხვალ დილიდან აქციების პარალელურად შიმშილობას დაიწყებენ.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მეორე დღეა აქციას მართავენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა დღეს "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისამდე მსვლელობაც გამართეს.

მაღაროში დასაქმებულებმა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ჩვენ არ გავჩერდებით. ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს", - აღნიშნეს მაღაროელებმა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან, რის შემდეგაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან გადაინაცვლეს და საჯაროდ მოითხოვეს, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×