რეზონანსი
20.06.2023

„ქართული ოცნება" ჩემთვის არასდროს არ ყოფილა სწორ კალაპოტში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს ერთადერთი დღის წესრიგით, რაც სჭირდება მას პოლიტიკური გადარჩენისა და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება" ვერ ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს, რადგან ეს ნიშნავს იმ პოლიტიკური სისტემის „დემონტაჟს" რაზეც მმართველი პარტია დგას.

ამასთანავე, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც აღმოჩნდეს რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ.

„გარდაუვალია ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ყველა თვალსაზრისით აღმოჩნდება რუსეთის დაქვემდებარებაში, იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკური ბაზარი, ეს არის სწორედ პოლიტიკური ბაზარი. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო იმას, რომ რუსეთისთვის დღეს ბევრად უფრო მარტივია, რომ დაგვაზიანოს და ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენოს ჩვენს ქვეყანას.

"ქართული ოცნება" ჩემთვის არასდროს ყოფილა სწორ კალაპოტში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს ერთადერთი დღის წესრიგით, რაც სჭირდება მას პოლიტიკური გადარჩენისა და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

რეალურად დღეს რატომ ვერ ასრულებს "ქართული ოცნება" ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს, იმიტომ, რომ ის, რასაც ევროკავშირი სთხოვს, ნიშნავს დემონტაჟს იმ პოლიტიკური სისტემის, რაზეც დგას "ქართული ოცნება". ესენი თვლიან, რომ სასამართლოს მურუსიძისგან რომ გაათავისუფლებენ და რეალურ რეფორმას გაატარებენ, იქ დამთავრდება მათი ძალაუფლება; ესენი თვლიან, რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს თუ ჩაატარებენ, არ მიიტაცებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, დამთავრდება მათი ძალაუფლება.

მე ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, ეს იქნება წყალგამყოფი. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები იქნება წინაპირობა - ან კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, თუ ეს ვერ მოხერხდა მიმდინარე წელს, მე იმედი მაქვს, რომ მოხერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე გაიხსნება მხოლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შემდეგ. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს "ქართული ოცნება" ძალიან მყარად წააგებს ოპოზიციურ სპექტრთან",- განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×