რეზონანსი
20.06.2023

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მონაწილეობა უკრაინისათვის ჭურვების მიწოდების ევროკავშირის ინიციატივაში შეცდომა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუმენ რადევმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ესკალაციის მდგომარეობაშია და „უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

„მე ბულგარეთშიც და ბრიუსელშიც ვამტკიცებდი, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს იარაღის მიწოდებით უკრაინის ომში. ეს არ არის ამ კონფლიქტის დასრულების გზა", - დასძინა რადევმა.

უკრაინაში ჭურვების გაგზავნის საკითხმა გამოიწვია დავა რადევსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვს შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ ბულგარეთმა პატივი უნდა სცეს თავის ვალდებულებებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×