რეზონანსი
20.06.2023

საქართველო სავსეა დასავლეთის დაპირებებით და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე. შესაბამისი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განცხადა.

„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური და სხვა დაპირებები და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმეს შეთავაზება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის.

„ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ამ რთულ დროს" , - დასძინა ლუკაშენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×