რეზონანსი
20.06.2023

ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციას საქმის სტრასბურგში გასაჩივრების იმედი აქვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურია და სამართალთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

"უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიას საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე და სამართალთან, სამართლიანობასთან არაფერი კავშირი არ გააჩნია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არანაირად არ მოხდეს ქვეყნის განვითარება," - აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.

ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×