რეზონანსი
20.06.2023

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დაადასტურა, რომ მისი მოლოდინი ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გამართლდა.

„საერთოდ ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, რომ რამე არ გამართლებულიყო მოლოდინებიდან, რაც მქონდა ამ ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ უნიკალური შანსი, მართლა დემოკრატიული ცვლილებების და იმის, რომ გამხდარიყო რეალური გამაერთიანებელი ლიდერი, ამ ფორმაციის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ ვერ გამოიყენა. პირიქით, პროვინციულმა მიდგომებმა იმძლავრა დიდ გამაერთიანებელ იდეაზე. იმპულსები ჩვენ ყველას გვჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მთლიანად ოპოზიციაში, რომ გავერთიანებულიყავით საერთო მოწინააღმდეგის, მითუმეტეს, ამ ვითარებაში, როდესაც ასეთ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის თავისუფლება ან ევროპული მომავალი, ან კიდევ რუსული საბჭოთა ბნელეთი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ შეძლეს [ლიდერობა]“, - განაცხადა მან.

წიკალურმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გეგმებსა და მოტივებზე ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის კონტექსტში და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დაინახა, რომ პარტია კარგავს იდეალებს.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ ერთ დროს ყველაზე ინტელექტუალური, ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული პარტია კარგავს თავის მთავარ მახასიათებლებს და იდეალებს, ამ პარტიის დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ არ იყოს ამდენად დისტანცირებული, როგორც მანამდე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ცხოვრებისგან“, - განაცხადა წიკლაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×