რეზონანსი
19.06.2023

მესამე ცენტრი არ ვიცი, „ლელო" ალბათ, რაღაც ხალხს პოულობს, განადგურებული რომ ჰყავთ 150 ათასი კაცი, ოჯახები რომ აქვთ დატოვებული, აი, იმათგან შექმნიან მესამე ცენტრს , - ამის შესახებ „კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს" ინიციატივას პასუხობს მესამე ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ „ლელოსთან" გაერთიანებაზე უარი თქვა, რაც უკვე მესამე ცენტრს გამორიცხავს.

„არითმეტიკა შეგვიძლია მოვიშველიოთ, დავთვალოთ, გახარიას პარტია არ უერთდება „ლელოს", არითმეტიკით ეს უკვე მესამე ცენტრს გამორიცხავს. მესამე ცენტრი არ ვიცი, ალბათ, რაღაც ხალხს პოულობს, ცუდად ვიტყვი ახლა, ხომ იცით, რომ არ გამოვირჩევი ტკბილი სიტყვით, განადგურებული რომ ჰყავთ 150 ათასი კაცი, ოჯახები რომ აქვთ დატოვებული, აი, ალბათ, იმათგან შექმნიან მესამე ცენტრს. იმაზე კი არაა საუბარი, რომ ბანკიდან გამოიტანე და მერე ის აუცილებლად უნდა დააბრუნო, არამედ 1$ რომაა ძირი და 5 000$ რომ გახდება და მერე სასჯელი რომაა 30 000$ და შენ მეუბნები ახლა, რომ მესამე ცენტრი უნდა გააკეთო, ოღონდ ნახევარი საქართველო შენს გამოა გაყვანილი. ამიტომ ასე მარტივად არაა საქმე.

პარტიების გაერთიანების მომხრე მეც არ ვარ, არ ვაპირებ. ძალიანაც რომ მეხვეწო ახლა, რომ „ლელოსთან" ერთად უნდა გახვიდე არჩევნებშიო, გეტყვი - „არ გავალ". ალბათ, ასევე იტყვიან თვითონაც. როცა ასე ხმამაღლაა ნათქვამი მესამე ცენტრი, უკვე ვერ გამოგვდის ეს მესამე ცენტრი.

ლავროვის შვილმა რომ არ უნდა იგრიალოს საქართველოში, ვინც ეს გააპროტესტა იმათ იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს ტრენინგზე რომ მიჰყავს ახალგაზრდები ქვებს ესვრიან. ამ სამართლებრივ სისტემაში რა მესამე ცენტრზეა საუბარი, არ გადამრიოთ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×