რეზონანსი
19.06.2023

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი პარლამენტთან - ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოდიან ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც თბილისში სწორედ პროტესტის მიზნით ჩამოვიდნენ. აქციას უერთდებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები,

კინემატოგრაფისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები.

მათი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდაა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 10 მაღაროელი მერვე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

ამის შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.

"გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ გაფიცვით, სულ უბედურებით", - ამბობს მაღაროელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×