რეზონანსი
19.06.2023

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის განცხადებით, "მათი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში, 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, დასაქმებულების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური."

მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

"ფაქტობრივად ჩვენ დასაქმებულებთან მიმართებაში თითქმის ყველა საკითხზე შევჯერდით, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ურთიერთშორის ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებულ იქნა 5%-ით, ცალსახად მოთხოვნილ იქნა 20%. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ განგიმარტავთ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია, წლებია ჭიათურაში ეს კრიზისი გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ კრიზისიდან დაძლევის გზებს. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებულ იქნა კომისიის შექმნა კრიზისის შესწავლის გზებზე. ჩვენი მხრიდან მზაობაა სრულიად რომ დამოუკიდებელი აუდიტორი იქნეს მოწვეული, შეისწავლონ ფინანსური მდგომარეობა კომპანიის, აქვთ თუ არა რესურსი კომპანიას 15% დამატებით ხელფასები გაუზარდონ. ამავდროულად, მათთვის შეთავაზებულ იქნა, მოდი დავდოთ აუდიტის დასკვნა, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

ჩვენი მიზანია სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში, არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იქნეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში, არსებული კრიზისის ფონზე, ჩვენ იძულებულები ვართ საწარმოო გავაჩეროთ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს დასაქმებულებს ხელფასებს ვუხდით, რაც მცირე თანხები ნამდვილად არ არის და თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია. ვცდილობთ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამ კრიზისის დაძლევის გზებზე, ყველაზე მთავარ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებელი, ერთობლივად, შევისწავლოთ თუ რა ხდება," - განაცხადა თუთბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×