რეზონანსი
19.06.2023

ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი „ფრანკლინის კლუბთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიება. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ფაქტი არის არასწორი, მიუღებელია და ბუნებრივია, ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ასეთი საკითხების გამოძიება.

ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას. რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალადობაში გადადის-ხოლმე. ეს არის ძალიან ცუდი. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×