რეზონანსი
19.06.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

სარჯველაძის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი მხრიდან იძულებითი ნაბიჯია.

„აქამდე საზოგადოებას მცდარ და სინამდვილესთან შეუსაბამო სცენარს, ვერსიას სთავაზობდნენ, როცა ამბობდნენ, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობას ვინმე განზრახ აზიანებდა. ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნათელი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა სიმულაციას, რომლის მიზანი იყო სამართლიანი და დამსახურებული მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება. საზოგადოების განსჯის საგანია, ეს ყველაფერი რამდენად კარგი ტრამპლინი შეიძლება იყოს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის. როგორც ჩანს, მისი და მისი გარემოცვის მთავარი ამოცანაა, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და ამას საზოგადოების მხრიდან პოზიტიური აღქმა ვერ ექნება. ეს ცუდ წინაპირობას უქმნის მის პოლიტიკაში დაბრუნებას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×