რეზონანსი
19.06.2023

როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ახლა ჩვენ ვიხილავთ ამ პოლიტიკური ჯოჯოხეთის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ ჭინკებს, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ოპოზიციური ერთობის შესახებ.

„მელია და მისი ფრთა ხაბეიშვილს ისედაც სერიოზულ კონკურენციას უწევდა და სად იყო და სად არა, უცებ ზეციდან გაისმა პატიმარ სააკაშვილის ხმა და მეხად დაეცა ხაბეიშვილს, რომ უკრაინელი მოქალაქე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ჰგავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გახსნილი აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი, დანარჩენი პატარა პარტიები არიან პოლიტიკური ჭინკები. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ახლა ჩვენ ვიხილავთ ამ პოლიტიკური ჯოჯოხეთის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ ჭინკებს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ოპოზიციური ერთობის შექმნა ისევ დააანონსა. პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე დგას.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×