რეზონანსი
27.05.2023

ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე გადაასვენეს.

მოკლულის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო.

ახლობლების ინფორმაციით, მოკლული სტუმრად მეგობრის სახლში იყო, ის 17 მაისიდან გაუჩინარდა და მასპინძელი და თვითმხილველი გვამის პოვნამდე იტყუებოდნენ.

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორ მათგანს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

მათივე ცნობით, კიდევ ერთ პირს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 20 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მან ქვეყანა უკვე დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×