რეზონანსი
26.04.2023

რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინაღმდეგ, ამაში მათ ჩართეს რამდენიმე სტუდენტიც, ესენი არიან თუ არ ვცდები, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პირდაპირ მიეკუთვნებიან „გირჩს" და ასევე „ფრანკლინის კლუბს" - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში გამართული სტუდენტების აქციის კომენტირებისას.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინაღმდეგ, ამაში მათ ჩართეს რამდენიმე სტუდენტიც, ესენი არიან თუ არ ვცდები საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პირდაპირ მიეკუთვნებიან „გირჩს" და ასევე „ფრანკლინის კლუბს". ძალიან სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენს დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის. თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული კანდიდატის სტატუსის მიღებაზე" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×