რეზონანსი
26.04.2023

დღეს, 26 აპრილს ბორჯომში, მდინარე მტკვარში 65 წლის ქალი გადავარდა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა „ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მძიმე პაციენტია, თუმცა სტაბილური. გონებაზეა და ექიმის დავალებებს ასრულებს. სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან არტერიული წნევა იყო მაღალი და დაექვემდებარა მედიკამენტებს",- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან" კლინიკის ხელმძღვანელი. დავით ბარაბაძე.

ადგილობრივების თქმით, ქალი წყალში ახალი უბნის დასახლებასთან (ფაფა) ჩავარდა. მაშველებმა მისი ამოყვანა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ ყვიბისთან შეძლეს.

რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია.

sknews.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×