რეზონანსი
26.04.2023

ჩვენ, არცერთი კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ რეგლამენტი არც ცნობს არანაირ სამართლებრივ საფუძველს, რომ მსგავს სიტუაციებში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„არის მცდელობები, რომ ოპოზიციამ თემა რაღაცნაირად უფრო აქტუალური გახადოს და ამავდროულად აქცენტები გადაიტანოს იმ უმნიშვნელოვანესი პროცესებისგან, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარტია „საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×