რეზონანსი
26.04.2023

"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პარტია, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს მოძალადე ვანო მერაბიშვილის იდეოლოგია და კრიმინალი კეზერაშვილის ფინანსები, რაიმე წარმატებას აღწევდეს ჩვენს ქვეყანაში,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას.

მისივე თქმით, ამ სიტუაციის შესახებ მსჯელობას არ აპირებს და განსჯას საზოგადოებას ანდობს.

"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პარტია, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს მოძალადე ვანო მერაბიშვილის იდეოლოგია და კრიმინალი კეზერაშვილის ფინანსები, რაიმე წარმატებას აღწევდეს ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ერთმანეთთან საქმეების გარჩევაზე არიან გადასულები. მე ნამდვილად ვერ შევალ ამ გარჩევებში, არც არასოდეს ვიყავი დიდი წარმოდგენის მქონე ამ პარტიაზე და შესაბამისად, საზოგადოებისთვის მიგვინდვია ამის განსჯა,"- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×