რეზონანსი
26.04.2023

ისტორიულ არჩევანს - ევროპასა და ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ ეს ციფრი არ იკლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ჩვენი პარტიული რეიტინგი, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ იყოს ბევრად მეტი, მაგრამ მოძრაობს 2-დან 4%-ს შორის. ეს არის არსებითი. უფრო მეტი გვქონდა IRI-ს წინა კვლევაში, 4% გვქონდა, მაგრამ მომატება სად არის?! მთავარია ისტორიულ არჩევანს - ინტეგრაციას ევროპასა და ნატოში მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ, არ იკლებს ეს ციფრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საწინდარი, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს წარმატებას", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×