რეზონანსი
25.04.2023

კვლევებით „ნაციონალურ მოძრაობის" რეიტინგმა მოიმატა, მაგრამ ეს პარტიას დამშვიდების საფუძველს არ აძლევს, მით უმეტეს, იმ პროცესების გამო, რაც პარტიაში მიმდინარეობს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ IRI-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიტაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს დამშვიდების საფუძველი.

მისი თქმით, პრობლემაა, როდესაც მოსახლობის 42 პროცენტი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა.

„კვლევებით „ნაციონალურ მოძრაობის" რეიტინგმა მოიმატა, მაგრამ ეს პარტიას დამშვიდების საფუძველს არ აძლევს, მით უმეტეს, იმ პროცესების გამო, რაც პარტიაში მიმდინარეობს. შედარებით მოიმატა ოპოზიციური პარტიების რეიტინგმა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთის მხრივ „ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა, მაგრამ უფრო მეტად გაიზარდა ნდობა სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომელიც 8-9 მარტის მოვლენებში ავანგარდში იდგა. საბოლოო ჯამში, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც „ქართულ ოცნებას", არც „ნაციონალურ მოძრაობს" არ აქვთ დამშვიდების საფუძველი. პრობლემა არის ის, რომ 42 პროცენტი არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას",- განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ვალდებულია მოსახლეობას ალტერნატივა შესთავაზოს.

„მარტო ხელისუფლების კრიტიკა არ არის საკმარისი. ივანიშვილი ცუდია და ოლიგარქია, ეს გასაგებია. მოსახლეობას თვითონ უნდა შესთავაზონ კონკრეტული ალტერნატიული ხედვები, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში დემოკრატია. ამასთან, ოპოზიციამ მოსახლეობასთან შესაბამისი საინფორმაციო კაპანია უნდა აწარმოოს", - განაცხადა ჩიტაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების ნაწილს, ჩიტაძის თქმით, ხელისუფლებამ დასავლეთთან მიმართებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს, რადგან ამით საქართველო ზარალდება.

„ფაქტია, რომ დასავლეთის მიმართ მოსახლობის ნდობა უფრო გაიზარდა. ნატო-ს მიმართაც ნდობა 6 პროცენტით გაიზარდა, ამიტომ ხელისუფლებას ურჩევნია პოლიტიკა შეცვალოს, იმიტომ რომ ქვეყანა ზარალდება. მოსახლეობის 62 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულები ვითარდება, პირველ რიგში საქართველო ზარალდება",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×