რეზონანსი
25.04.2023

თავის მართლება უნდა შევწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც კულება აღნიშნავს, ეჭვქვეშ არ აყენებს ალიანსის ერთგულებას უკრაინისადმი, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სტრატეგიას.

"დროა თავის მართლებაზე უარი ვთქვათ და საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიღების ალტერნატივა არ არსებობს, თუ ნატოს მიზანია ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინისადმი ნატოს ამჟამინდელ ერთგულებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ალიანსის წევრები კიევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას აწვდიდნენ. მაგრამ ეჭვის ქვეშ ვაყენებ ნატოს სტრატეგიას, როდესაც საუბარია უკრაინაზე და ევროატლანტიკური რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე", - წერს კულება.

კულება აღნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ ალიანსის ფრთხილ პოლიტიკას საშინელი შედეგები ჰქონდა.

"შიშმა ალიანსის კეთილგონიერება გადაფარა, აიძულა ფრთხილი სტრატეგია მიეღო, რომელსაც მძიმე შედეგები ჰქონდა ათასობით უკრაინელისთვის, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს, გადააადგილეს ან მოკლეს. ნატოს სტრატეგიის შეცდომამ ასევე საშუალება მისცა რუსეთს დასავლეთის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს კიბერშეტევებით, შპიონაჟით და პოლიტიკური ჩარევით", - წერს კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო წევრი სახელმწიფოები ლიდერებს გაბედული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×