რეზონანსი
25.04.2023

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება არის უალტერნატივო და ეს ცვლილება უახლოეს მომავალში უნდა დადგეს არჩევნების გზით.

"ჩვენ ამას როგორც საინტერესო მასალას, ისე ვუყურებთ, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის დროს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაანალიზებთ საზოგადოების ხედვებს საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის სიურპრიზი და ამის მიხედვით დავგეგმავთ, თუ როგორ ვემზადებით დიდი პოლიტიკური ცვლილებისთვის. რაც ამ კვლევამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილება არის უალტერნატივო და ეს ცვლილება უახლოეს მომავალში უნდა დადგეს არჩევნების გზით,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×