რეზონანსი
25.04.2023

საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×