რეზონანსი
25.04.2023

33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ადვოკატის მომსახურებაზე უარს აცხადებს. მას სახელმწიფო წესით დანიშნული ადვოკატი, არჩილ ტუხაშვილი ჰყავს. თუმცა, პროკურატურამ ითხოვა, რომ მას უფლებადამცველი ჰყავდეს. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დედოფლისწყაროში შემთხვევა 23 აპრილს მოხდა, სამართალდამცველებმა გოჩიტაშვილი რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალები სთხოვა, უარის შემდეგ კი მისი სახლის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთოთი დაეჯახა.

გარდა ამისა, "მთავარის" ინფორმაციით, გოჩიტაშვილმა დაკავებამდე გზად რამდენიმე მანქანა დააზიანა, მათ შორის, შსს-ს კუთვნილი მანქანაც.

სახელმწიფო ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას ედავება. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×