რეზონანსი
25.04.2023

მივესალმებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლას. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითი, განსაკუთრებით საყურადღებოა მომენტი, თუ როდის ხორციელდება ვიზიტები, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემზადება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც საქართველოს სტატუსი უნდა მოუტანოს.

„მინდა ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, გაიხსენონ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. ამბობდნენ რომ საქართველო თითქოს გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ამ განცხადებებს მოუხშირა, ვხედავთ რომ ქვეყანა იღებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე და ეს ვიზიტები დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა 28 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×