რეზონანსი
25.04.2023

მკვლელობა ხაშურის რაიონში - ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. მოკლულია შუახნის კაცი. შემთხვევა გუშინ, სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

სავარაუდოდ, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.

ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით." აცხადებს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა და ის წლების წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×