რეზონანსი
25.04.2023

საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების პროგრესის კუთხით, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი შეფასებით საქართველო 59 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივი გაუმჯობესების პროცესი გაძლიერდება და გაგრძელდება.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ყველა ის კომპონენტი გაუმჯობესდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს გახდის. ფინანსების მართვას გააუმჯობესებს, იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არის კიდეც მოწოდების სიმაღლეზე. ეს მუდმივი გაუმჯობესების პროცესი გაძლიერდება და გაგრძელდება", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა, პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტი წარადგინა. მისი მიზანია შიდა აუდიტის მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების გაძლიერება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×