რეზონანსი
25.04.2023

ავლენიანი საერთაშორისო გამოცემა "ბლუმბერგი" საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას სათაურით „როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, საქართველოს წარმატება მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე, სადაც საქართველომ, როგორც ღონისძიების მასპინძელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გააცნო ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები გლობალურ ბიზნესსა და საერთაშორისო ინვესტორებს.

„სლოგანით „უსასრულო ქართული კულტურა: მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, საქართველომ მსოფლიოს „თავი შეახსენა“, როგორც 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყანამ, დემოკრატიული ღირებულებებითა და უძველესი ტრადიციებით“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიაში წერია, ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

„საქართველოს სატრანსპორტო კავშირები მისი მომავალი ეკონომიკური ზრდის გასაღებია. ქვეყანა შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტის შუაგულშია“, - წერს გამოცემა.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება და გაიზრდება საერთაშორისო ენერგომომარაგების კუთხით.

სტატიაში საუბარი ასევე ეხება საქართველოს, როგორც წამყვან ადგილს ინვესტიციების მიმართულებით - სადაც ინვესტორებს საუკეთესო პირობებს უქმნიან.

„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების აქტიურობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრად“, - წერს „ბლუმბერგი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×