რეზონანსი
25.04.2023

ვინ  გამოიძახა პოლიცია კომპანია "ნომე დაოში", რომელიც ელისო კილაძის "ქრონიკა პლუსთან" თანამშრომლობს? - ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ის დავით კეზერაშვილის პირადი შურისძიების სამიზნე  გახდა. ექსთავდაცვის მინისტრმა კი 112-ში ანონიმური სატელეფონო ზარების ორგანიზება პეტრე ცისკარიშვილს დაავალა.

კრიმინალური პოლიცია და  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები  კომპანიაში  მას შემდეგ შევიდნენ, რაც ოპერატიული ცნობა მიიღეს, რომ იქ ე.წ  ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. კილაძე  ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი ახლა BBC-ის  სკანდალის გადაფარვას და იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ე.წ ქოლცენტრების უკან არა ის, არამედ სხვა პირები დგანან.

დავით კეზერაშვილის შემდეგ, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ქოლცენტრის მეპატრონეებად, ელისო კილაძე, ვალერი გელბახიანი და გივი ჯიბლაძე დასახელდნენ - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ონგოუ.ჯი" ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, ფანჯიკიძის პირველ ნომერში, სადაც "ქრონიკა პლიუსის" რედაქცია ფუნქციონირებს, ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე 2 დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა.

სამართალდამცველები ბიზნესცენტრის მეოთხე და მეხუთე სართულებზე შევიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ვალერი გელბახიანის და კომპანია "სვეტის" დირექტორის გივი ჯიბლაძის ოფისებია განთავსებული.

ორივე სართული ამ დროისთვის დალუქულია, 70-მდე პროცესორი და სხვა კომპიუტერული ტექნიკა კი ექსპერტიზაზეა გადატანილი. სააგენტოს ცნობით, ქოლცენტრების საქმიანობაში კილაძესთან ერთად წარსულში შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძეც მონაწილეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×