რეზონანსი
24.04.2023

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ვადა, რომელიც იყო დასახელებული ჯანდაცვის მინისტრის მიერ, სექტემბერი, 3-4 თვე, არ არის ის ვადა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ის ამით ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველოც წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".

ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ვოსორიდიტი" არ არის პრეპარატი, რომლის ეფექტურობაც 3 ან 4 თვეში იკარგება.

„5 წლიდანაა დაშვებული ეს პრეპარატი ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის მიერ და ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა რამდენი წელი უნდა იყოს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ის ვადა, რომელიც იყო დასახელებული ჯანდაცვის მინისტრის მიერ - სექტემბერი, 3-4 თვე, არ არის ის ვადა, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყოს", - განაცხადა მან.

ივანე ჩხაიძემ ისაუბრა უშუალოდ პრეპარატზეც და განაცხადა, რომ მისი კონკრეტული მიზანი სიმაღლეში ზრდაა.

"ერთს მინდა გავუსვა ხაზი, ეს პრეპარატი არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. ამ პრეპარატის არ გამოყენებით, სიცოცხლის რისკი ნამდვილად არ დგება. ეს პრეპარატი მოგვცემს შესაძლებლობას მათი ზრდის უზრუნველყოფის იმ ფარგლებში, რაზეც კვლევის ჯგუფი საუბრობს. ასე რომ, არც გართულებების და არც გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით, არც იმ დაავადების მიმდინარეობის თვალსაზრისით, ეს პრეპარატი არ ცვლის არაფერს, მას აქვს კონკრეტული მიზანი - უფრო მეტი ზრდა ზომაში", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ განაცხადა, აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის არ ქონა არის ძირითადი არგუმენტი.

„არ შეიძლება აქცენტის გაკეთება იმ პრეპარატზე, რომლის თუნდაც მოგვიანებითი გვერდითი მოვლენა იქნება ამ ბავშვებისათვის მძიმე. ვთქვათ თირკმლის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება ან შემადედებელი სისტემის დაზიანება. ხანგრძლივი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის არ ქონა არის ძირითადი არგუმენტი, რასაც წაიკითხავთ აბსოლუტურად ყველა სამედიცინო ლიტერატურაში. ყველა ფიქრობს და ყველა დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი დრო ჭირდება იმისათვის, რომ კვლევა, რომელიც 2021 წელს დამთავრდა, ამ კვლევის შემდეგი მონაცემები პაციენტებთან დაკავშირებით იქნება სწორედ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ შევთავაზებთ ამ ბავშვებს ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×