რეზონანსი
24.04.2023

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ რკინის ჯებირებს პროტესტის ნიშნად ხელებს უბრახუნებენ.

ისმის აქციის მონაწილეების სტვენა და შეძახილი: "წამალი ბავშვებს!".

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, აქცია 25 აპრილს, 19:00 საათზე კვლავ იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×