რეზონანსი
24.04.2023

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, „რატომ ხდება მიზანმიმართული ბრძოლა ახალი თავმჯდომარის პირობებში მელიას ფლანგის წინააღმდეგ", ბითაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული სიტუაცია ვერც ახლა და ვერც მანამდე გაიგო.

მისივე თქმით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს „ორგანიზაციული წარმონაქმნი" ებრძვის საქართველოს.

„გულწრფელად ვიტყვი, „ნაციონალურ მოძრაობაში" რა ხდება ვერც ადრე გავიგე და ვერც ახლა. ერთი ვიცი, რომ ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი ებრძვის საქართველოს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ებრძვიან ერთმანეთს შიგნით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების შეფერებისა და ამომრჩევლის მხრიდან მანდატის განხორციელების უნარი არ აქვთ, არამედ ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარიც არ აქვთ. შესაბამისად თავს შევიკავებ არასერიოზულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებაზე. ერთს ვიტყვი, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×