რეზონანსი
24.04.2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა,  როგორც მან აღნიშნა ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე. 

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში დიდი უზნეობაა, განცხადებების პოლიტიკური ტრიბუნიდან გაკეთება.

„იმდენად ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება ამ მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ ვურჩევდი ჩემ თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, საერთოდ თავი დაანებონ განცხადებების გაკეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს მედიკამენტი. მკურნალობის პროტოკოლის გარეშე ადამიანის მკურნალობა არ შეიძლება. შექმნილ ვითარებაში დიდი უზნეობაა, როდესაც განცხადებებს აკეთებ პოლიტიკური ტრიბუნიდან", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×