რეზონანსი
08.04.2023

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის, „ტვიტერზე" გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან.

დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე და გრიფით „საიდუმლოა".

დოკუმენტები დეტალურად აღწერს უკრაინაში გასაგზავნი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების უფრო ზუსტ ვადებს, ვიდრე აშშ ზოგადად ასაჯაროებს. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 16 000 - 17 500-მდე რუსი დაიღუპა. მაშინ, როცა აშშ-ს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ომში დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 200 000-ია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×