რეზონანსი
08.04.2023

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ასეთი უპრეცედენტო შეტევა სასამართლო ხელისუფლებაზე, როგორიც დღეს მიმდინარეობს საელჩოს აშკარა ხელმძღვანელობით, აქამდე არ ყოფილა.

„დავინახეთ რა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხე, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს და უპირველეს პასუხისმგებელ ლიდერს, მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, ვთხოვეთ შეხვედრა, რათა სრულად გავაცნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ გუშინ გარკვეულ ფაქტებზე, კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე. ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით პრემიერ-მინისტრს. დაველოდებით მასთან შეხვედრას და შემდგომ რეაგირებას და იმის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ აქტივობას“, - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×