რეზონანსი
07.04.2023

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში არსებულ ინფორმაციას ეფუძნება და ამ საკითხს საგამოძიებო კომისია არ სჭირდება.

„კომისიის ჩამოყალიბების იდეა ოპოზიციას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა. პირადად მე ვეხვეწებოდი, პლენარულ სხდომაზე გამოეტანათ კენჭისყრაზე და არ გამოჰქონდათ. რა საჩქაროა, რომ რიგგარეშე სხდომას ითხოვენ, არ ვიცი. მითუმეტეს, დღეს პარასკევია და თუ გამოტანაა, დღეს უნდა ყოფილიყო. თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი, რომ გამოეტანათ, მაგრამ უარს ამბობდნენ, ახლა დაჩქარებული წესით კენჭისყრა უნდათ.

რაც შეეხება შინაარსს, თუ ამ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის] განცხადების საფუძველზეა - აქ საუბარია ღია წყაროებზე. რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს, დასხდნენ, „დაგუგლონ", წაიკითხონ ანგარიშები და მედია რეპორტაჟები მოისმინონ. საუბარია არა რაიმეს გამოძიებაზე, დაკითხვებზე, არამედ იმაზე, რომ როგორც ჩანს, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რაც საჯარო სივრცეშია და ამას კომისია არ სჭირდება",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×