რეზონანსი
07.04.2023

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, თუ მტკიცებულებები არსებობს, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა პერიოდზეა საუბარი, იმიტომ რომ სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები, რომლებიც 2007 წლიდან ასრულებდნენ ამ მოვალეობას.

„კორუფცია საკმაოდ მძიმე ბრალდებაა - ასეთი ბრალდების გაჟღერებას სჭირდება მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არსებობს, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა პერიოდზეა საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ სანქცირებულთა შორის მოსამართლეები, რომლებიც 2007 წლიდან ასრულებდნენ ამ მოვალეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , თუ რა არის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების საფუძველი", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×