რეზონანსი
31.03.2023

ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ფინეთი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ნატო-ს 31-ე წევრი.

მანამდე თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.

„მივესალმები თურქეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ნატო-ში ფინეთის წევრობის რატიფიცირებას. ამჟამად გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული აქვს ალიანსის 30-ვე წევრს. მე ახლახანს ველაპარაკე პრეზიდენტ საული ნიინისტოს და მივულოცე ეს ისტორიული დღე. ფინეთი ჩვენს ალიანს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება. მისი წევრობა ფინეთს უფრო უსაფრთხოს, ხოლო ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის. ფინეთს ჰყავს ბრძოლისუნარიანი ძალები, განვითარებული შესაძლებლობები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ამგვარად ფინეთის წევრობა ალიანს ბევრს მოუტანს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს, როგორც ნატო-ს სრულუფლებიან წევრს.

„მოკავშირეები თანხმდებიან, რომ შვედეთისთვის რატიფიციკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესებშია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები გასული წლის გაზაფხულზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ერთად შეიტანეს. ამჟამად შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება დარჩენილი აქვთ უნგრეთისა და თურქეთის პარლამენტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×