რეზონანსი
31.03.2023

ბოდიშს გიხდით და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან - მადლობა თქვენ, ამ პოზიციისთვის, ასე შეუპოვრად და მტკიცედ რომ წარმოაჩენთ ასეთ საქართველოსაც. დღეს, თუ ვინმე ნამუსს სწმენდს ჩვენ ქვეყანას, ეს თქვენ ხართ და პირველ რიგში, არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც სისხლს ღვრიან, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

ელისაშვილის თქმით, მას წლების წინ ეშინოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას.

„პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილი და გამქრალი ემიგრაციიდან, რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×