რეზონანსი
31.03.2023

ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მივცემთ - ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ პირზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ თავისუფალი პროტესტის უფლება ქვეყანაში დაცულია.

„რაც შეეხება დაკავებას და სამართალდამცავების მუშაობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პროტესტის უფლება დაცულია. მეორე მხრივ, ყველას უნდა ესმოდეს, ხელისუფლება არ დაუშვებს ინსტიტუციებზე ძალადობრივ შეტევას, „მოლოტოვის კოქტეილების" სროლას, თავდასხმას პოლიციელებზე და ძალადობრივ შეჭრას პარლამენტში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში. ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ და ხელისუფლება აქ ყოველთვის კანონის ზედმიწევნის დაცვით იმოქმედებს, ამიტომ ამ საკითხის გაფორმება, რომ ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება",- განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე გამოეხმაურა სახალხო დამცველს, რომელიც აქციებზე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციულ ძალის გამოყენებაზე საუბრობს და აღნიშნა: „თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ უფლებები შესაძლოა ირღვეოდა, ამას სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და სასამართლოს გადაწყვეტილებები".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×