რეზონანსი
31.03.2023

ამინ­დთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. წერ­დნენ იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი ქა­რის მა­სე­ბი უახ­ლოვ­დე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ციასთან დაკავშირებით გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რ ცენ­ტრში კომენტარს აკეთებს.

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი აცხადებს, რომ 2 აპ­რი­ლი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს,

„სი­ცი­ვე იქ­ნე­ბა დღეს, უფრო სუს­ტად კი ხვალ და 2 აპ­რი­ლი­დან, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, მო­მინ­დე­ბა და მზი­ა­ნი, უქა­რო ამინ­დე­ბი გვექ­ნე­ბა. 7-მდე ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ის, რაც გა­სუ­ლი დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე იყო აჭა­რა-გუ­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძლი­ე­რი ქრის ქრო­ლა, თუნ­დაც თბი­ლი­სის ქარი, ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იყო პროგ­ნო­ზი გა­კე­თე­ბუ­ლი... რე­ა­ლუ­რად თბი­ლი­სის­თვის 32 მეტ­რი წამ­ში ანორ­მა­ლუ­რი არ არის, რაც გა­რე­უბ­ნებ­ში (ნუ­ცუ­ბი­ძის ფერ­დო­ბი, დიდი დი­ღო­მი, ვარ­კე­თი­ლი, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა, თვი­თონ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია) და­ფიქ­სირ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მეტ­რი წამ­ში გახ­ლდათ. ასე რომ, ძლი­ე­რი ქარი უკვე იყო. დღეს, რო­გორც გი­თხა­რით, ქარი შე­სუს­ტდე­ბა, ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორც გუ­შინ, აღარ იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს, კერ­ძოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ხეთ­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, მა­ღალ მთა­ში თოვ­ლის სა­ხით.

ხვალ დღი­სით გა­მო­ი­და­რებს და­სავ­ლე­თის უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ­ში. 2 აპ­რილს კარ­გი ამინ­დია, მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, 3-ში ასე­ვე კარ­გი ამინ­დი გვე­ლის, იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო. სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა მცი­რე, უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა 4-ში, 5-სა და 6-ში. 7 აპ­რილს ვე­ლო­დე­ბით ამინ­დის ცვლი­ლე­ბას. წვი­მა შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე იქ­ნე­ბა", - ამბობს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი.

კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს ქარიხშალი უახლოვდება, რამდენად რეალურია? სინოპტიკოსი ამბობს, რომ ეს ცნობა სიცრუეა.

„არა­ნა­ი­რი ქა­რიშ­ხა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ უახ­ლოვ­დე­ბა, მსგავ­სი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე და თბი­ლი­სის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ამას არ გას­ცდე­ბა. სა­ერ­თოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მოქ­მე­დებს... ახლა 1-ში ეს დას­რუ­ლე­ბა და 2-დან ვე­ლო­დე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას.

ყინვა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ერ­თა­დერ­თი, შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, ვთქვათ, თეთ­რი წყა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მთებ­ში და მა­ღალ მთებ­ში, ოღონდ, დღი­სით, სა­უ­ბა­რია ღა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რებ­ზე", - დასძინა სინოპტიკოსმა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×